loader

კადრები აღმაშენებლის გამზირიდან, სადაც იტალიურ ეზოში ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები აღმაშენებლის გამზირიდან, სადაც იტალიურ ეზოში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე იტალიური ტიპის ეზოში სახლის მიშენებაში ხანძარი გაჩნდა. როგორც "პალიტრავიდეოს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 კვადრატული მეტრი ფართობის ჭერი დაიწვა.

უწყების ინფორმაციით, შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი მსუბუქად არის დაშავებული და სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.