loader

მარნეულში გაიტაცეს 17 წლის გოგონა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - "გატაცება მოხდა განსაკუთრებული სისასტიკით, თავზე ჩამოაცვეს ტომარა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში გაიტაცეს 17 წლის გოგონა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - "გატაცება მოხდა განსაკუთრებული სისასტიკით, თავზე ჩამოაცვეს ტომარა"

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.

როგორც ომბუდსმენი განმარტავს, უნდა აღინიშნოს, რომ გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: "რუსთავი 2"