X
"ნარკომანი იყო, სულ ფულს ითხოვდა, მოკვლით ემუქრებოდა დედა-შვილს" - რას ჰყვებიან ახლობლები ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობაზე
13:53 / 16-02-2020
ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყოფილ მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვიდეო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: მკვლელობა ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე - ყოფილმა ქმარმა 24 წლის ქალი დანით მოკლა

24 წლის ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის