loader

მკვლელობა გუდაურში - მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა, დაჭრილია ერთი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა გუდაურში - მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა, დაჭრილია ერთი ადამიანი

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშული ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი.

„ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, როგორც მოკლული და დაზარალებული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი კი უკვე დადგენილია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვიდეო; "რუსთავი 2"