loader

შეხლა-შემოხლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა. "ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც, რატომ არ გვიშვებთ", - მიმართეს აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.