loader

გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. შენგელაია ბოლო ერთი კვირის მანძილზე ავადმყოფობდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

გიორგი შენგელია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1955-1959წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1959 წლიდან რეჟისორი; იგი არის რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა"(1963), "მაცი ხვიტია"(1965), "ფიროსმანი"(1969), "ვერის უბნის მელოდიები"(1973), "სიყვარული ყველას უნდა"(1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1984), "ხარება და გოგია"(1987), "სიყვარული ვენახში"(2000), "მიდიოდა მატარებელი"(2005) და სხვა; გადაღებულია ფილმებში: დათო("ჩვენი ეზო", 1956), გიორგი("ოთარაანთ ქვრივი", 1957), ვაჟა ("ქვიშანი დარჩებიან", 1976), გელა("ამბავი ერთი ქალიშვილისა", 1960), გოგია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965).

შენგელაია არის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი.