loader

"ნათქვამია: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა" - ირაკლი შოთაძე კომიტეტში მომხდარ ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნათქვამია: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა" - ირაკლი შოთაძე კომიტეტში მომხდარ ინციდენტზე

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისას მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. მათ კომიტეტი უკვე დატოვეს.



ასევე დაგაინტერესებთ: ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენენ