loader

"ნათლად გამოჩნდა, ვინ არის რუსეთის მონა!" - ახალგაზრდების მორიგი აქცია "ევროპული საქართველოს" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნათლად გამოჩნდა, ვინ არის რუსეთის მონა!" - ახალგაზრდების მორიგი აქცია "ევროპული საქართველოს" ოფისთან

პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვონ.

აქტივისტებმა პარტიის ოფისის ჭიშკარზე სტიკერები წარწერით: “არა ოკუპანტის ჰიმნს”, “დატოვოს მანდატი ოკუპანტების აგენტმა ელენე ხოშტარიამ” გააკრეს.

18 თებერვალს საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.