X
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ახალი ვიდეოკადრები, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა
12:29 / 22-02-2020
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს.
„ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.
შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა