loader

რა ვითარებაა ამ დროისთვის “ევროპული საქართველოს” ოფისთან ", სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქცია - პერფორმანსს მართავენ - "სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ამ დროისთვის “ევროპული საქართველოს” ოფისთან ", სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქცია - პერფორმანსს მართავენ - "სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები"

სამოქალაქო აქტივისტები პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია - პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეების ოპოზიციის იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა მანდატის დატოვებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა "ევროპული საქართველოს" ოფისის შესასვლელ კარებზე სტიკერები გააკრეს შინაარსით, -"სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები".

აქციის მონაწილის ელენე კონცელიძის განცხადებით, ისინი აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.

"ჩვენ უკვე 5 დღეა ვაპროტესტებთ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვას და მოვითხოვთ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ საპარლამენტო მანდატი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არის სირცხვილი და ოკუპანტის წისქვილზე დასხმული წყალი. ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, ვიდრე არ მოვლენ გონს. ჩვენ ვიქნებით უფრო ბევრი და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ამას შევძლებთ, ჩვენ დაგანახებთ, თუ რა შეგვიძლია ახალგაზრდებს",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია კონცელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.