loader

კადრები სამტრედიიდან, სადაც ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა: გარდაცვლილია 5 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სამტრედიიდან, სადაც ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა: გარდაცვლილია 5 ადამიანი

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.