loader

კადრები თელავიდან, სადაც სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები თელავიდან, სადაც სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია. ცეცხლი გუშინ გავრცელდა. სტიიქის ზონაში 20- მდე მეხანძრე - მაშველია მობილიზებული. ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილებში გამხმარ ხეებსა და ქვედა საფარს უკიდია, რის გამოც შესაბამისი ტექნიკის ბოლომდე მიყვანა ვერ ხერხდება.

რწმუნებულის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესს ქარი აფერხებს. გიორგი ლაჩაშვილისვე თქმით, დასახმარებლად სოფლიდან რამდენიმე მოხალისე უკვე წავიდა.

„გუშინ თავდაპირველად ცეცხლი ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ხოდაშენის ტყის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა, რის შემდეგაც იყალთოს ტყეზეც გადმოვიდა. დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება, თუმცა ძლიერმა ქარმა სამუშაოები შეაფერხა და ცეცხლი გააძლიერა. რთულად მისადგომია, სახანძრო ტექნიკა ბოლომდე ვერ მიდის და მაშველები ფეხით მივიდნენ ადგილამდე, მათ ასევე სოფლიდან წასული მოხალისეთა ჯგუფიც ეხმარა“, - აღნიშნა გიორგი ლაჩაშვილმა.

ამასთან, ერთდროულად ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ტყეში.


ავტორი: ნათია წითელაური