loader

როგორ ანადგურებს თურქეთი წერტილოვანი დარტყმებით ასადის რეჟიმის მომხრეთა სამხედრო ტექნიკას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ანადგურებს თურქეთი წერტილოვანი დარტყმებით ასადის რეჟიმის მომხრეთა სამხედრო ტექნიკას

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა 1-ელ მარტს სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია "გაზაფხულის ფარის" ჩატარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

მინისტრის თქმით, ოპერაცია დაიწყეს იმ ავიადარტყმის საპასუხოდ, რომელიც 27 თებერვალს თურქი სამხედროების პოზიციებზე განხორციელდა და 36 თურქი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.

მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან თურქეთმა გაანადგურა უპილოტო საფრენი აპარატი, 8 ვერტმფრენი, 103 ტანკი, 72 საარტილერიო დანადგარი, სამი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, განეიტრალებულია სირიის რეჟიმის 2212 სამხედრო მოსამსახურე.