loader

ხაშურის სასტუმროდან 2 ირანელი და 1 ახალგაზრდა ქართველი ქალი ვირუსის სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურის სასტუმროდან 2 ირანელი და 1 ახალგაზრდა ქართველი ქალი ვირუსის სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

ცოტა ხნის წინ „გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით თვითდინებით 3-მა პირმა მიმართა. აღნიშნული სამი პირიდან 2 ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი კი საქართველოს მოქალაქე.

ირანის მოქალაქეების განცხადებით, მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს დილით ხაშურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ე.წ. ლოკანტაში ყოფნისას შენიშნეს.

ავტორი: ია თინიკაშვილი