loader

რა სიტყვებით აჩუქა გიორგი გახარიამ "მეცხვარის" ლეკვი ნიკოლ ფაშინიანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიტყვებით აჩუქა გიორგი გახარიამ "მეცხვარის" ლეკვი ნიკოლ ფაშინიანს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზატად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც გამოაქვეყნა ფოტო გიორგი გახარიასთან და ნაჩუქარ თეთრი ფერის მეცხვარე ძაღლთან ერთად.

„ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი, ბომბორი, წმინდა კავკასიური მეცხვარე. ის იქნება ჩვენი მეხუთე ძაღლი კაილოს, დათვის, ამპიკას და მოლის შემდეგ. მადლობა!“- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქზე“.

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფაშინიანს ლეკვს გადასცემს და აღნიშნავს: "ეს სინამდვილეში არის ის, რაც საქართველოს შეეძლო თავისი მოეცა თქვენთვის, ცოცხალი".

ცნობისთვის, საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ეწვია. სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე შეხვედრა გამართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხვალ, 4 მარტს დასრულდება.