loader

თეთნულდთან ჩამოწოლილმა ზვავმა 6 ტურისტი მოიყოლა: 3 მათგანი დაიღუპა - კადრები სამაშველო ოპერაციიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეთნულდთან ჩამოწოლილმა ზვავმა 6 ტურისტი მოიყოლა: 3 მათგანი დაიღუპა - კადრები სამაშველო ოპერაციიდან

თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული ესპანელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.

მათივე ინფორმაციით, ზვავმა ათი ტურისტიდან 6 მოიყოლა.

„მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვეს. "მთის კურორტების განვითარების კომპანია" მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.