აიკრძალება კოცნა და ხელის ჩამორთმევა; პარაცეტამოლის დეფიციტი - რა ვითარებაა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო
14:55 / 05-03-2020
პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და მთავრობის წარმომადგენლები ბერგამოში, მილანის მახლობლად კარანტინის ზონის გაფართოების გეგმას განიხილავენ.
მინისტრთა კაბინეტი ახალ შეზღუდვებზე მუშაობს, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს. შესაძლებელია, აიკრძალოს ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაწესდეს დისტანცია ერთი მეტრის რადიუსში.
გადაიდება კონფერენციები და ბიზნესშეხვედრები. ფეხბურთის მატჩები შედგება, თუმცა მაყურებლების გარეშე.