loader

"ქურდული როგორ უნდა, ამას მე ვანახებ, სამასად ხომ უნდა გაყოფილიყო ჩვენი ფული" - რაზე საუბრობდნენ პირები, რომლებიც "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქურდული როგორ უნდა, ამას მე ვანახებ, სამასად ხომ უნდა გაყოფილიყო ჩვენი ფული" - რაზე საუბრობდნენ პირები, რომლებიც "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან: 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1991 წელს დაბადებული გ.დ., 1986 წელს დაბადებული ა.დ. და 1977 წელს დაბადებული გ.მ.

"გ.მ.-ს ბრალი ედება "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში, ხოლო ლ.გ.-ს, ა.დ.-ს და გ.დ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრობაში.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.