loader

რამდენი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და რამდენ პაციენტს ჩაუტარდება დღეს კვლევა კორონავირუსზე - უახლესი მონაცემები ინფექციურიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და რამდენ პაციენტს ჩაუტარდება დღეს კვლევა კორონავირუსზე - უახლესი მონაცემები ინფექციურიდან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 39 პაციენტი იმყოფება.

მისი ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე კვლევა 9 პაციენტს ჩაუტარდება.

„დღეს დილის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ, დღის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი და ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა, დაგვემატა. ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე წევს 12 ინფიცირებული პაციენტი, 12 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 9 პაციენტია, რომელთანაც უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები და აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი, ვირუსის ტესტირებისთვის. ჩემი ცენტრის მონაცემებით გეუბნებით, ჩემთან ამ ეტაპზე წევს 12 პაციენტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 13 ადამიანია ინფიცირებული.