loader

როგორია 55 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა და კვლავ კლინიკაში რჩება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია 55 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა და კვლავ კლინიკაში რჩება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ჯერჯერობით ინფექცია კვლავ უფიქსირდება, რის გამოც კლინიკაში რჩება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მას კიდევ ერთი ტესტი 2-4 დღის ვადაში ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 55 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. მას 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ ახალი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ორგანიზმში ჯერ კიდევ ვირუსის არსებობა დაადასტურა.