loader

"მთავრობამ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აკრძალოს, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები" - პაატა იმნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავრობამ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აკრძალოს, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები" - პაატა იმნაძე

ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებულნი, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მათ მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს, რომ "რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა".