loader

კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, "საქართველოს ბანკი" და "თი-ბი-სი" მომხმარებლებს საშეღავათო პერიოდს უწესებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, "საქართველოს ბანკი" და "თი-ბი-სი" მომხმარებლებს საშეღავათო პერიოდს უწესებენ

"თი-ბი-სი ბანკი" ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ბანკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სთავაზობს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

სესხებზე საშეღავათო პერიოდის გადაწყვეტილება მიიღო "საქართველოს ბანკმაც". ბანკი კორონავირუსის პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით "საქართველოს ბანკის" მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. ბანკმა სესხები მაისის თვემდე გადაავადა.