მიმდინარეობს სერიოზული მზადება, რომ თუ განვითარდა ეპიდემია, სამედიცინო ქსელი ყოველმხრივ იყოს მზად - ამირან გამყრელიძე
21:34 / 13-03-2020
მიმდინარეობს შესაბამისი საავადმყოფოების სერიოზული მზადება, რომ თუ განვითარდა ეპიდემია და იმატა ინფიცირებულების რაოდენობამ, სამედიცინო ქსელი ყოველმხრივ იყოს მზად: როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ისე მარაგებით,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.