loader

შიდა კადრები რუსთავის საკარანტინო ზონიდან, სადაც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები მოათავსეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შიდა კადრები რუსთავის საკარანტინო ზონიდან, სადაც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები მოათავსეს

რუსთავში, სასტუმრო "რუსთავში" მოწყობილ საკარანტინო ზონაში მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები გვიან ღამით განათავსეს. როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე სასტუმრო "რუსთავში" 16 მოქალაქეა განთავსებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მოქალაქეების გადმოყვანა რუსთავში ავტობუსებით მოხდა.

ისინი საკანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

სასტუმრო "რუსთავის" ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკარანტინო ცენტრში განთავსებულები კომფორტულ ნომრებში არიან შეყვანილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა შესაბამისი პირველადი მოხმარების ნივთებით.