loader

"დიახ, მესამეული გადაცემა გვაქვს და მეტი სიფრთხილე, "ალარმი" გვმართებს ქვეყანაში..." - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შიდაგავრცელების საფრთხეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიახ, მესამეული გადაცემა გვაქვს და მეტი სიფრთხილე, "ალარმი" გვმართებს ქვეყანაში..." - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შიდაგავრცელების საფრთხეზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დაფიქსირებულ 5 შემთხვევაში არის ე.წ მესამეული გადაცემა.

„გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული გადაცემა როდესაც გვაქვს, სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.