loader

რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - რა წერია კონსტიტუციაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - რა წერია კონსტიტუციაში

პრემიერ გახარიას 13 მარტის განცხადებით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა "საღამოს ნიუსრუმი" დაინტერესდა, რა წერია კონსტიტუციაში საგანგობო მდგომარეობის შესახებ.

ეპიდემია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლშია ნახსენები, რომელიც საგანგებო და საომარ მდგომარეობას ეხება. მუხლის მეორე პუნქტში რამდენიმე მიზეზია ჩამოთვლილი, რომელთა ქვეყანაში არსებობის შემთხვევაშიც, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. როგორც მუხლში წერია, ამის გამომწვევი შეიძლება იყოს: მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სამხედრო გადატრიალება, შეიარაღებული ამბოხება, ტერორისტული აქტი, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა, ან ეპიდემია.