loader

კადრებში ჩანს, როგორ ჩაუტარეს დეზინფექცია სამების საკათედრო ტაძარს, მათ შორის ხატებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, როგორ ჩაუტარეს დეზინფექცია სამების საკათედრო ტაძარს, მათ შორის ხატებს

არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში მსახურებები არ შეჩერებულა და ჩვეულებრივად ჩატარდება წირვა-ლოცვები.

მისივე თქმით, საპატრიარქო ყველა ტაძარს აწვდის სადეზინფექციო ხსნარებს.

„საპატრიარქო ყველა ტაძარს აწვდის ამ ხსნარებს, რითაც დეზინფექცია ხდება. სამების საკათედრო ტაძარშიც შესრულდა დეზინფექციის სამუშაოები. ზოგადად, ტაძარი ყოველდღიურად იწმინდება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით. წლების განმავლობაში, რაც გახსნილია ეს ტაძარი, სპირტოვანი სითხით იწმინდება ყველა შუშა და საფრთხეს არც ისე არ წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესის და ხალხის შიშის გამო მიიღო საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება. მსახურებები არ შეჩერებულა ტაძარში, შაბათის მსახურება ჩვეულებრივად, 17:00 საათზე დაიწყება, წირვაც 10:00 საათზე და ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება წირვა-ლოცვები“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.