loader

კალაძემ დაასახელა სფეროები, რომელში დასაქმებულებიც, კორონავირუსის გამო შეჩერებული პროცესის მიუხედავად, მაინც აიღებენ ხელფასებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძემ დაასახელა სფეროები, რომელში დასაქმებულებიც, კორონავირუსის გამო შეჩერებული პროცესის მიუხედავად, მაინც აიღებენ ხელფასებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შეუმსუბუქდეს მდგომარეობა მოსახლეობას.

"როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა.

თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებსა და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას.

კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი; გაგრძელდება სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება; სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის - მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის, საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2 500-მდე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით, 25 000-მდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან", - ნათქვამია განცხადებაში.