loader

კორონავირუსი - გზა ეკონომიკური რეცესიისკენ: გავიაზროთ, რა მასშტაბის დარტყმისთვის უნდა იყოს საქართველო მზად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსი - გზა ეკონომიკური რეცესიისკენ: გავიაზროთ, რა მასშტაბის დარტყმისთვის უნდა იყოს საქართველო მზად

კოვიდ-19-ის გავრცელებას ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა გლობალურ დონეზე მოჰყვა. საზღვრების ჩაკეტვამ, შეზღუდვების დაწესებამ გამოიწვია ტრილიონობით დოლარის დანაკარგი, უმსხვილეს საფონდო ბირჟებზე ვარდნა. პროცესები ეხება საქართველოსაც. ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ძარაა და ის,  ფაქტობრივად, გაჩერებულია. ბოლო თვეებში ლარის გამყარების ტენდენცია დაირღვა და რამდენიმე დღეში 23 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს უცხოური გადმორიცხვები, უმეტესად, ქართველი ემიგრანტებისგან შესრულებული ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეკონომისტ დავით ნებიერიძის თქმით, ორივე ნაწილში უნდა შევეგუოთ, რომ გვექნება ცუდი მდგომარეობა. კორონავირუსმა ყველაზე მეტად ზუსტად იმ ქვეყნებს დაარტყა, საიდანაც გვქონდა ყველაზე დიდი გადმორიცხვები, მათ შორის, რუსეთს. რუსეთში უფასურდება რუბლი, დაეცა ნავთობის ფასი. შესაბამისად, შემცირდება საქართველოში გზავნილებიც. ამას ემატება მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული ვითარება. რუსეთი და აზერბაიჯანი მოექცნენ იმ დარტყმის ქვეშ, რაც ნავთობზე ფასების ვარდნამ გამოიწვია, ეს ორი ქვეყანა კი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. დავით ნებიერიძის თქმით, რუსეთი კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობას და რეალურ სიტუაციას მალავს, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო.
რამდენად მივყავართ მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური რეცესიისკენ?