loader

მსოფლიოს კიდევ ერთი საშიშროება უტევს, რომელთან ბრძოლაც კორონავირუსის პარალელურად მოგვიწევს: FAO-ს შეფასებით, ეს გამოწვევა ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს კიდევ ერთი საშიშროება უტევს, რომელთან ბრძოლაც კორონავირუსის პარალელურად მოგვიწევს: FAO-ს შეფასებით, ეს გამოწვევა ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას

"ეგვიპტის მერვე სასჯელი" აფრიკას გასცდა და არაბეთის კუნძულს, ახლო აღმოსავლეთს და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანსა და თურქეთშიც დაფიქსირდა. ეს კალიების შემოსევაა. ამ მასშტაბის კალიების შემოსევა უკვე ათწლეულებია, მსოფლიოში არ დაფიქსირებულა. მათი სიმრავლის გამო მწერებთან გამკლავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციაზე გავლენა კლიმატის ცვლილებამ მოახდინა.
მწერები აფრიკის და აზიის უზარმაზარ სოფლის მეურნეობის მიწებს ანადგურებენ. ისინი ერთი დღის განმავლობაში 100-200 კილომეტრის მანძილს ფარავენ და გზაში ანადგურებენ ყველა სახის მცენარეულ საფარს და მოსავალს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  გაფრთხილებაში ვკითხულობთ, რომ ეს მწერები ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდებიან და თუ დროზე არ მოხდა მათთან ბრძოლა, მათი რაოდენობა შესაძლებელია, 500-ჯერ გაიზარდოს. მაგალითად, 2003-05 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ზარალმა 2.5 მილიარდი შეადგინა, მაგრამ მაშინ კალიების შემოსევის მასშტაბები გაცილებით მცირე იყო. FAO-ს შეფასებით, უდაბნოს კალია დედამიწაზე ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რაც მას ყველაზე საშიშ მიგერიებად მავნე ორგანიზმად აქცევს.