loader

ცნობილი გახდა ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც სახელმწიფო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს უფასოდ დაურიგებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი გახდა ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც სახელმწიფო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს უფასოდ დაურიგებს

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს.

როგორც "პალიტრანიუსს" უწყებაში განუცხადეს, საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.

კერძოდ, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

რაც შეეხება ზოგად ფასს, ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქვეყანაში წარმოებული პირბადეების ფასი ჯერ განსაზღვრული არაა და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.