loader

"მოსკოვში მეორედ მოსვლაა... ნახეთ ხალხნო, რა ხდება" - რუსეთში მცხოვრები ქართველი სუპერმარკეტიდან ვიდეოს გვიგზავნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოსკოვში მეორედ მოსვლაა... ნახეთ ხალხნო, რა ხდება" - რუსეთში მცხოვრები ქართველი სუპერმარკეტიდან ვიდეოს გვიგზავნის

რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ცხრა რეგიონში 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დაინფიცირების 33 შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა. მთლიანად რუსეთის დედაქალაქში 131 ადამიანია დაინფიცირებული. შტაბის ცნობით, მათი უმეტესობა, ვისაც კორონავირუსი გამოუვლინდა, მოსკოვში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდა. მათგან ორი არასწრულწლოვანია.

რა ვითარებაა რუსეთის დედაქალაქის სუპერმარკეტებში - ამ კითხვაზე პასუხს იქ მცხოვრები ქართველის მიერ, მარკეტში გადაღებული ვიდეო იძლევა. მან გვითხრა, რომ პროდუქტის დეფიციტი არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ მისი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს მდებარე სხვა მარკეტებშიც არის.