X
"სრული განუკითხაობაა, ბედის ანაბარა ვართ მიტოვებულები" - სოხუმელი ექიმი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს
14:47 / 23-03-2020
აფხაზეთში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა მთავარმა ექიმმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის საუბრობს, თუ როგორ მიმდინარეობს კორონავირუსთან ბრძოლა. მისი თქმით, არანაირი ბრძოლა და ზომების მიღება არ ხდება. ე.წ. მიმდინარე არჩევნებზე დამკვირვებლებიც და ამომრჩევლებიც დამცავი ნიღბების გარეშე არიან. არც დისტანციის ან სხვა ზომები არის დაცული.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა პაციენტი, რომელიც საქართველოში გადიოდა ქირურგიულ მკურნალობას. მას აღენიშნებოდა მშრალი ხველება, მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე. მორიგე ექიმებმა ოპერატიულად შეატყობინეს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს, მათგან კიი მიიღეს პასუხი, რომ შაბათი და კვირა არასამუშაო დღეებია და პაციენტი ორშაბათისთვის დაიბარეს. ავადმყოფი სახლში წავიდა.

"შტაბი საერთოდ ვერ მუშაობს. ნორმალურ სახელმწიფოში გააუქმებდნენ არჩევნებს და დახურავდნენ საარჩევნო უბნებს, გადადებდნენ ქორწილებს, დახურავდნენ მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, დაკეტავდნენ ყველაფერს, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა; შეზღუდავდნენ ადამიანების გარეთ გასვლას განსაკუთრებული საჭიროებების გარეშე. ჩვენს ქვეყანაში არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა. დღეს ჩვენ არანაირი მთავრობა არ გვყავს. სრული განუკითხაობაა, ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიტოვებულები", - ამბობს ექიმი.

ის მიმართავს ხალხს, რომ სახელმწიფო არ დაეხმარება და საჭიროა თვითონ ადამიანებმა იზრუნონ საკუთარ თავზე, თუ არადა, შემდეგ უკვე გვიანი იქნება. ექიმი ყველა იმ ძირითადი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს ხალხს,  რაც ვირუსის პრევენციას უწყობს ხელს.
"პანიკა არ არის საჭირო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსი უკვე მოვიდა ჩვენთანაც", - ასრულებს ექიმი.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა