loader

3 მცდარი ინფორმაცია, რომელიც ნიკა გვარამიამ მაყურებელს კორონავირუსთან დაკავშირებით უთხრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 მცდარი ინფორმაცია, რომელიც ნიკა გვარამიამ მაყურებელს კორონავირუსთან დაკავშირებით უთხრა

ყელში სამი-ოთხი დღით კორონავირუსის ჩაბუდება, ყოველ 20 წუთში ერთხელ თბილი წყლის დალევა და თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკების პირში გამოვლება ვირუსის პრევენციისთვის - მითია. 22 მარტს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” მაყურებელმა მოისმინა კორონავირუსის “დასაძლევი” რჩევები, რომელთა ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ გამოცემა Mediachecker წერს

გამოცემის ცნობით, რეკომენდაციები, რომლებიც ნიკა გვარამიამ ეთერში გააჟღერა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. შესაბამისად, “მედიაჩეკერმა” ინფექციონისტთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მაია ბუწაშვილთან გადაამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს CDC-ის სახელით გაცემული რეკომენდაციები.

ნახეთ კვალიფიციური რჩევები: 7 პასუხი კორონავირუსზე