loader

როგორ ებრძვიან კორონავირუსს აზერბაიჯანსა და სომხეთში - განსხვავდება თუ არა მათი მოქმედების სტრატეგია საქართველოსგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ებრძვიან კორონავირუსს აზერბაიჯანსა და სომხეთში - განსხვავდება თუ არა მათი მოქმედების სტრატეგია საქართველოსგან

აზერბაიჯანში COVID 19-ის 87 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 მათგანი გარდაიცვალა, 10 კი გამოჯანმრთელდა. თებერვლის ბოლოს ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბი შეიქმნა, მომდევნო დღეს ქვეყანაში COVID 19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
მალევე გადაიდო საგანმანათლებლო ღონისძიებები. აზერბაიჯანმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დღით ჩაკეტა საზღვრები ირანთან, თურქეთთან და საქართველოსთან.
სოციალური იზოლაციის ზომების მიღება საბჭომ 14 მარტს გადაწყვიტა. ეს მოიცავდა ქორწილების, სამგლოვიარო ცერემონიების და სხვა მასობრივი თავშეყრების აკრძალვას, კულტურული დაწესებულებების დახურვას. პაციენტთან ვიზიტები, შემოღებული იქნა გაიდლაინები კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, მაღაზიებისთვის, მოლებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ა.შ.
16 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსის ვაქცინების მომზადება დაიწყო. მომდევნო დღეებში აზერბაიჯანმა საჯარო სივრცეებს სამუშაო საათები შეუმცირა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 22 მარტს შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხალხმრავალი დაწესებულებები 1 თვით დაიკეტა.
სომხეთში კორონავირუსით 265 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 16 გამოჯანმრთელდა. პირველი შემთხვევა პირველ მარტს დაფიქსირდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მთავრობამ 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რომლის ფარგლებშიც დაიხურა ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ჩაიკეტა საზღვრები საქართველოსთან და ირანთან, აიკრძალა 20 პირზე მეტის თავშეყრა და გადაიდო რეფერენდუმი.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ კარანტინში, სხვადასხვა რეგიონში სულ 600 ადამიანი იმყოფება და სომხეთი მოქალაქეებისთვის კარანტინში გადაყვანის უზრუნველყოფის მხრივ ლიმიტს უახლოვდება, ამიტომ, მოსახლეობამ თვით-იზოლაციას უნდა მიმართოს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით უფრო ადრე - 26 თებერვალს დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები - 73 შემთხვევაა დადასტურებული. მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა აზერბაიჯანში ჯერ არ გამოუცხადებიათ, სომხეთში კი 16 მარტს გამოცხადდა, საქართველომ ის 21 მარტს, 1 თვით შემოიღო.


ავტორი: ეკა აბაშიძე