loader

შსს აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია.
ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივამ“ დღეს ზუგდიდში 100–ზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.