loader

ნიუ-იორკის ქუჩებში "მობილური მორგები" გამოჩნდა - უმძიმესი კადრები ბელევსის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკის ქუჩებში "მობილური მორგები" გამოჩნდა - უმძიმესი კადრები ბელევსის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან

ნიუ-იორკის ქუჩებში "მობილური მორგები" გამოჩნდა. კადრებში ჩანს, როგორ ამონტაჟებენ მისაბმელ სატრანსპორტო საშუალებებში მაცივრებს ბელევსის საავადმყოფოს გარეთ. ასეთი მკვეთრი ზომებით ნიუ-იორკი იმის გამო ემზადება, რომ გაუმკლავდნენ კორონავირუსის მსხვერპლთა მოსალოდნელ ზრდას. 
ასეთი მკვეთრი ზომების მიღება ქალაქში მხოლოდ 2001 წლის 11 სექტემბერს მოუხდათ, როდესაც სავაჭრო ცენტრში ტერაქტმა 2.753 ადამიანი იმსხვერპლა. ქუჩებში დროებითი მორგების გამოჩენა იმის სიგნალია, რომ ნიუ-იორკი ჯანდაცვის კრიზისის ისტორიული გამოწვევისთვის ემზადება.

ბოლო მონაცემებით (26.03), ნიუ-იორკის შტატში ვირუსით გარდაცვლილია 385 ადამიანი, ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა მსხვერპლმა კი 1 100-ს მიაღწია.