loader

"ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები" - რატომ მიიღო მთავრობამ საგანგებო ზომები სამეგრელოს ტერიტორიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები" - რატომ მიიღო მთავრობამ საგანგებო ზომები სამეგრელოს ტერიტორიაზე?

სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში მუნიციპალიტეტების შესასვლელებში ბლოკ-პოსტები განთავსდება და პატრული მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს.

სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული. ასევე მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება და შეკრებები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში.