loader

რა ვითარებაა მარნეულში, მკაცრი კარანტინის მიუხედავად - "ვირუსი კი არ მოგვკლავს, შიმშილი მოგვკლავს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა მარნეულში, მკაცრი კარანტინის მიუხედავად - "ვირუსი კი არ მოგვკლავს, შიმშილი მოგვკლავს..."

მარნეულში, მერიასთან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ადგილზე იმყოფება მარნეულის მერი, რომელიც მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ის მოსახლეობას მიმართავს, სახლში დარჩნენ.

"იცით, რომ ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს. სამწუხაროდ, გარკვეულ ოჯახებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, თუმცა ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენ სიები გვაქვს და მივალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით", - განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

ვიდეო: "რადიო მარნეული", დამონატაჟებული კადრები პირდაპირი ეთერის ჩანაწერიდან