loader

"სასაცილოა ის, რომ არ აღმომაჩნდა სათვალე და ჩემი მეუღლის სათვალე მიკეთია..." - გია ხუხაშვილმა მაყურებელს აუხსნა, რატომ მიჰყავს გადაცემა შავი სათვალით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასაცილოა ის, რომ არ აღმომაჩნდა სათვალე და ჩემი მეუღლის სათვალე მიკეთია..." - გია ხუხაშვილმა მაყურებელს აუხსნა, რატომ მიჰყავს გადაცემა შავი სათვალით

"დღის მთავარი ამბის ბლიც-ანალიზი გია ხუხაშვილისგან", ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, 20:25-ზე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში გადის და მასში გია ხუხაშვილი ტელემაყურებელს დღის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემის მოკლე ანალიზს სთავაზობს. 

უკვე მეორე დღეა, გია ხუხაშვილს გადაცემა შავი სათვალით მიჰყავს. დღევანდელი ბლიც-ანალიზის დასაწყისში მან მაყურებელს უთხრა, რომ თვალთან დაკავშირებული პრობლემის გამო, იძულებულია ასეთ ფორმაში წარსდგეს, ვინაიდან ამას მკურნალობის კურსი მოითხოვს.

იხილეთ დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი და სხვა მნიშვნელოვანი თემების საინტერესო ბლიც-ანალიზი გია ხუხაშვილისგან