loader

"საფრთხე კვლავ არსებობს" - პუტინის პირველი ვიდეომიმართვა მოსახლეობას მას შემდეგ, რაც კორონავირუსს რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საფრთხე კვლავ არსებობს" - პუტინის პირველი ვიდეომიმართვა მოსახლეობას მას შემდეგ, რაც კორონავირუსს რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა ექიმებს, ექთნებს და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელს და "მათთვის ეს ადვილი არ არის.

პუტინმა ვიდეომიმართვისას მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა სფეროს თანამშრომელს, მოხალისეებსა და ეპიდემიასთან მებრძოლ ადამიანებს.

"საფრთხე კვლავ არსებობს. როგორც სპეციალისტები და ვირუსოლოგები მიიჩნევენ, მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიას პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. ამასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არასამუშაო რეჟიმის პერიოდი თვის ბოლომდე, უფრო სწორად, 30 აპრილის ჩათვლით, გავახანგრძლივოთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თანამშრომლებს ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. რუსეთის პატივცემულო მოქალაქეებო, გთხოვთ, რომ ყურადღებით მოეკიდოთ ხელისუფლების მოთხოვნებს და ექიმების რეკომენდაციებს, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს", - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ლიდერმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი ქვეყანაში არასამუშაო კვირად გამოაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი კი გადადო.