loader

რა შემთხვევაში შეძლებენ ონლაინ-მაღაზიები მიტანის სერვისის ამუშავებას - გახარიამ მთავარი კრიტერიუმი და მოთხოვნა დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში შეძლებენ ონლაინ-მაღაზიები მიტანის სერვისის ამუშავებას - გახარიამ მთავარი კრიტერიუმი და მოთხოვნა დაასახელა

მოთხოვნა არის, დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე ონლაინ-გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

ასევე ნახეთ: "აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება და ტემპიც სულ უფრო სწრაფი ხდება" - გახარიას სიტყვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიცემული 2-დღიანი ვადა კლინიკების მზაობის შესამოწმებლად

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.

"გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგალითად, ეკონომიკური ღონისძიებების თვალსაზრისიით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და შევზღუდეთ გარკვეული აქტივობები მიტანის სერვისებთან დაკავშირებით. ყველამ მკაფიოდ უნდა გაიგოს ერთი რამ, მათ შორის, მიტანის სერვისები, რომლის განვითარებას ქვეყანაში მივესალმებით, უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, რომლებსაც გვიდგენს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება.

ამ ნაწილზე საუბრის დასასრულს მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მერე ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად აქ პრიორიტეტების დაყენება არ იქნება სწორი, ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გახარიამ.