loader

გია ჟორჟოლიანს სურს, მოქალაქეებმა, ვისი ხელფასიც 3 000 ლარს აღემატება, მომდევნო 1 წელი გადასახადები გაზრდილი რაოდენობით გადაიხადონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ჟორჟოლიანს სურს, მოქალაქეებმა, ვისი ხელფასიც 3 000 ლარს აღემატება, მომდევნო 1 წელი გადასახადები გაზრდილი რაოდენობით გადაიხადონ

პარტია "სოციალ-დემოკრატები" ხელისუფლებას სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შექმნას და მასში სავალდებულო შენატანის დაწესებას სთავაზობს.

როგორც პარტიის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობამ აღნიშნული გადასახადი შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს 1 წლის ვადით უნდა დაუწესოს. მისი თქმით, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა სოლიდარობის ფონდში შემოსავლის 20% უნდა გადარიცხონ, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე - 30%, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%. ჟორჟოლიანის განცხადებით, ეს წინადადება უზრუნველყოფს წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის მობილიზებას და იგი მოხმარდება იმ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავალი.

"ჩვენი წინადადება სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 24 მარტს, გულისხმობდა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (ფაქტობრივად, გადასახადის) შემოღებას და ამ საშუალებით სპეციალური სახსრებს მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სახსრები მთავრობის მიერ გამოყენებული იქნებოდა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავლები და პრაქტიკულად, საარსებო წყარო", - ამბობს ჟორჟოლიანი.