loader

"კაცო, მე რო ვამბობდი მაგას - ჯერ თავი შევიკავოთ-თქო, რატომ არ არისო? მერე ვთქვი, ა, ბატონო, არის-თქო, - რატომ არისო? ჭრელო პეპელა არ ვარ" - იმნაძის პასუხი "მთავარი არხის" შეკითხვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაცო, მე რო ვამბობდი მაგას - ჯერ თავი შევიკავოთ-თქო, რატომ არ არისო? მერე ვთქვი, ა, ბატონო, არის-თქო, - რატომ არისო? ჭრელო პეპელა არ ვარ" - იმნაძის პასუხი "მთავარი არხის" შეკითხვაზე

ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა "ჭრელო პეპელა" არ ვარ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ გუშინ ერთ-ერთ ექიმს სწრაფმა ტესტმა უჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი აქვს, თუმცა მოგვიანებით PCR კვლევით ეს არ დადასტურდა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები უხარისხოა.

მისი თქმით, ერთი და იგივე კითხვა მოსახლეობის ფსიქიკას ვნებს.

"ვამბობდი, რომ ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი და რატომ არ არის, რატომ არ არისო. მერე, ვთქვი, რომ აი, ბატონო, არის-მეთქი და რატომ არისო. რა ვქნა, ახლა "ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო". ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა "ჭრელო პეპელა" არ ვარ. იცით, ხალხი არის დაძაბული. კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში ერთი და იგივე კითხვები მოსახლეობის ფსიქიკას კიდევ უფრო ძაბავს. ჩვენ ისედაც ყველა ვართ საკმაოდ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ მე მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა ჩემი. მე მრცხვენია ხოლმე, რომ ერთი და იგივე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას", - განაცხადა იმნაძემ.