loader

"გადავწყვიტეთ, მილიონი პირბადე უსასყიდლოდ გადავცეთ საქართველოს სახელმწიფოს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავწყვიტეთ, მილიონი პირბადე უსასყიდლოდ გადავცეთ საქართველოს სახელმწიფოს"

ტექსტი/ვიდეო: საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი "აჭარის ტექსტილის" საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში "აჭარის ტექსტილის" საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი, ეს კი ნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, დაახლოებით 3200 ოჯახს შემოსავლის წყარო უნარჩუნდება.

ორი კვირის მანძილზე 6-მა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება. პრემიერის თქმით, ეს სახელმწიფოს გარკვეულ დროში მისცემს საშუალებას, შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.
საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ - ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი ფარმაცევტული ქსელების სრულად მომარაგება იგეგმება.