loader

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - სავარაუდოდ, ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - სავარაუდოდ, ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, დაინფიცირება პაციენტიდან მოხდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც მოხდა ანალიზების აღება. მერის ინფორმაციით, ახლა ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. მისივე განცხადებით, როგორც მერს კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.

ვიდეო: "რუსთავი 2"