loader

დასახელდა კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე მოვაჭრეები აგრარულ ბაზრებში ვაჭრობას ვერ შეძლებენ - მთავრობა გამონაკლისს აწესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დასახელდა კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე მოვაჭრეები აგრარულ ბაზრებში ვაჭრობას ვერ შეძლებენ - მთავრობა გამონაკლისს აწესებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილი გამონაკლისის სახით იფუნქციონირებს.

იხილეთ განცხადებების სრული ჩანაწერი


როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა სამუშაო ჯგუფებმა უნდა მიიღონ.
"იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცვლება, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და ადეკვატურია იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მათ შორის, გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული. თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სამუშაო ჯგუფებს, შტატებს, რომლებიც რეგიონის ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს", - განაცხადა დავითაშვილმა.