loader

მაქსიმუმ რამდენი ქართული წარმოების პირბადის შეძენას შეძლებენ მომხმარებლები სააფთიაქო ქსელებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაქსიმუმ რამდენი ქართული წარმოების პირბადის შეძენას შეძლებენ მომხმარებლები სააფთიაქო ქსელებში

დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.

ამასთან, თურნავას თქმით, საწყის ეტაპზე თითო მოქალაქეზე 3 პირბადე გაიყიდება.