loader

თურქეთის 31 პროვინციაში 2-დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის 31 პროვინციაში 2-დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა

თურქეთის 31 პროვინციაში 2-დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, კომენდანტის საათი ძალაში პარასკევს ღამით შევიდა და კვირა ღამემდე გაგრძელდება.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საავადმყოფოები, აფთიაქები და ის დაწესებულელები, სადაც სამედიცნო პროდუქტებს ამზადებენ. შეზღუდვები არ შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უახლოესი ნათესავის დაკრძალვის პროცედურაში არიან ჩართულები და მათ, ვისაც სისხლის დონაციის მიზნით ვიზიტი აქვთ დაგეგმილი. ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 47 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 1 006 და გამოჯანმთელებულია 2400-ზე მეტი პაციენტი.