loader

"ბრალი ვაღიარე... ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე" - გურამ დონაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბრალი ვაღიარე... ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე" - გურამ დონაძე

წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული გურამ დონაძე. როგორც გურამ დონაძე განმარტავს, მას საპროცესო შეთანხმება აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე გაუფორმდა. მან ნომერ მე-9 პენიტენციური დაწესებულება გუშინ დატოვა.

არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებს მსჯავრდებული ზურაბ მიქაძეც.

ცნობისთვის, რადენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.